2.1 ანკერი ჩარჩოს დასამაგრებლად
აღწერა

მასალა: ფოლადი
ზედაპირი: მოთუთიებული
შლიცი: Pozi № 3
მილისის (გარსაცმის) სისქე: 0,75-0,80 მმ.

დეტალები

გამოიყენება მეტალო-პლასტმასის, მეტალისა და ხის ჩარჩოების დასამაგრებლად ბეტონის, სამშენებლო ქვის, აგურის საფუძველზე, აგრეთვე გამჭოლი მონტაჟისთვის. ანკერი შედგება გრძივი ჭრილის მქონე ფოლადის  მილისისა და ხრახნისაგან კონუსური ქანჩით. ანკერის კონსტრუქცია ისე არის მოწყობილი რომ ჯერ ხდება  ანკერის გაჭედვა და ფიქსაცია ფუძეში, ხოლო შემდეგ თვით დასამაგრებელ მასალაში.

მსგავსი პროდუქცია