Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

monolit project
კომპანიის შესახებ

შპს „ ომექსი“  გთავაზობთ სამშენებლო და კონსტრუქციული სამაგრის ფართო არჩევანს, რომელიც ასევე გამოიყენება სხვა და სხვა დარგებში (მშენებლობა, ელექტროტექნიკა, მანქანათმშენებლობა, სოფლის მეურნეობა და სხვა). თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ  ჩვენი კატალოგი და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ.  შურუპი, ბოლტი, გაიკა, შაიბა, ჭანჭიკი

კომპანია "ომექს"-ს საქართველოს ბაზარზე შემოაქვს პროდუქცია, რომელიც წარმატებით იყიდება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ბაზრებზე. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი  შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს  ISO, DIN. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ სპეციალური დაკვეთები შესაბამისი ტქნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საქმიანობის პროფილის გაფართოებას და ევროპულ ბაზარზე გასვლას.

მისია

ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქცია და კონკურენტუნარიანი ფასი, მოვიპოვოთ ჩვენი მომხმარებლის ნდობა და შევთავაზოთ მათ თანამერდროვე, კომფორტული მომსახურეობა დაკვეთის შემთხვევაში პროდუქციის ადგილზე მიტანით.

მუშაობის პირობები

  • ერთჯერად 5000 ლარზე მეტი თანხის პროდუქციის შესყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს საბითუმო ფასდაკლება
  • დაგროვების პრინციპით ერთი თვის განმავლობაში 20 000 ლარზე მეტი პროდუქციის შესყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს ინდივიდუალური სპეციალური ფასდაკლება
  • შეკვეთის შემთხვევაში შესყიდული პროდუქცია მიტანილი იქნება ადგილზე.